LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის კვლევის ინსტიტუტი: რუსი სამხედროები მთლიანად აკონტროლებენ სევეროდონეცკს, აზოტის ქიმიური ქარხნის გარდა

119
merlin_208053330_50a036cb-6d3e-41d3-8599-c5e98dd0d96f-superJumbo

ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსი სამხედროები მთლიანად აკონტროლებენ სევეროდონეცკს, აზოტის ქიმიური ქარხნის გარდა.

ინსტიტუტის ყოველდღიურ შეჯამებაში აღნიშნულია, რომ რუსი სამხედროები სავარაუდოდ გააძლიერებენ საარტილერიო შეტევას ბახმუტის აღმოსავლეთით, რათა ჩრდილოეთით თავდასხმისთვის პირობები შექმნან და სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის ალყა სამხრეთიდან გააძლიერონ.

ოლქის გუბერნატორის თქმით კი, რუსული ძალები სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ნაწილში იმყოფებიან.

მისივე თქმით, ქალაქის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, „აზოტის“ ქიმიური ქარხანაა.

საწარმოს 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის 118-ე დღეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g