LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

1710
fot (2)

ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ნაკრების წევრი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე, ჩემპიონატის გრანდ მასტერისა და ვეტერანის კატეგორიაში, მძიმე წონაში ასპარეზობდა. იგი გრანდ მასტერის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ვეტერან სპორტსმენებს შორის, ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

აღნიშნული ჩემპიონატი, ყოველწლიურად ტარდება. წელს, ასპარეზობამ სტარტი 25 სექტემბერს აიღო და 1 ოქტომბრამდე გასტანს.

აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძემ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედლით დაბრუნდა სამშობლოში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ევროპისა და ახლა უკვე, მსოფლიო ჩემპიონს, ზვიად ხაჩიძეს მორიგ წარმატებას და ვეტერან სპორტსმენს მომავალშიც გამარჯვებებს უსურვებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g