LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომნე ყველასთვის: როგორ გაჩნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი

189
Royal-Exchange-1024x688

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თანამედროვე ადამიანისთვის ისეთივე აუცილებელი და ჩვეული მოვლენაა, როგორც თუნდაც ელექტროენერგია. რას მოიმოქმედებდა ქალაქის მოსახლეობა, რომ არა მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი.

დიდი ქალაქების მაცხოვრებლების განსაზღვრულ მარშრუტზე გადაყვანის იდეა ფრანგებს ეკუთვნით. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, მამაცი მუშკეტერების დროს, პარიზში საზოგადოებრივი ეტლები გამოჩნდა. ასეთი ეტლით 8 მგზავრი ორიოდე სუს ფასად დაგეგმილ მარშრუტზე მოძრაობდა. თუმცა, სიახლემ პარიზში ფეხი ვერ მოიკიდა და ორი წლის შემდეგ საზოგადოებრივი ეტლები გაქრა. როგორც ჩანს, მდიდარი პარიზელები საკუთარი ეკიპაჟებით მოძრაობას ამჯობინებდნენ, ქვედა ფენებს კი საკუთარი ფეხით ერჩივნათ გადაადგილება.

ომნიბუსი 1896 წლის პარიზში, სამეფო ოპერასთან

მე-18 საუკუნეში ტრანსპორტის შემოღება გერმანიაში სცადეს. ბერლინში, ზუსტი განრიგის და მარშრუტის დაცვით, ხუთადგილიანმა ეტლებმა დაიწყო ფუნქციონირება, რომლებსაც “ნახევარბერლინელები” შეარქვეს. თუმცა, აქაც პარიზის მსგავსად ტრანსპორტმა სიძვირის გამო არ გაამართლა.

1826 წელს კი, გემთმშენებელმა ეტიენ ბიურომ მრავალადგილიანი ეტლით პორტიდან თავის ოფისამდე მეზღვაურების მიყვანა დაიწყო. ეს დილიჟანსი მგზავრების ჩასასმელად ქუდების მაღაზიის სიახლოვეს ჩერდებოდა, რომელსაც “ომნე ომნიბუსი” ერქვა. ომნე მეპატრონის გვარი იყო და მთლიანად სახელწოდება “ომნე ყველასთვის” ნიშნავდა. ამის გამო, ახალ ტრანსპორტს ომნიბუსი შეარქვეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმატების გაძლიერება კი პირველად კვლავ ფრანგმა სტანისლავ ბოდრიმ 1827 წელს შეძლო. მან ომნიბუსის ხაზი თავის აბანოებში კლიენტების მისაყვანად გახსნა. დროთა განმავლობაში კი მოქალაქეებმა ამ იაფფასიანი ტრანსპორტის გამოყენება არა მარტო აბანოში წასასვლელად დაიწყეს. როდესაც ბოდრიმ შეამჩნია, რომ მგზავრები ეტლიდან ბოლო გაჩერებამდეც ჩადიოდნენ, მან რამდენიმე დამატებითი სამარშრუტო ხაზის გახსნა გადაწყვიტა და მალე ამ პატარა ბიზნესმა კარგი შემოსავალიც მოუტანა. ამის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

1828 წლის ილუსტრაცია. სტანისლავ ბოდრის კომპანია “ომნიბუსი”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები