კომპანია HTC-იმ 2017 წელს საკმაოდ ბევრი ახალი მოდელი შემოგვთავაზა. U Play-ისა და U Ultra-ს შემდეგ, ვიხილეთ U Ocean, რომელზეც ჩვენს საიტზე უკვე დაიწერა. ამჯერად კომპანიამ მორიგი ფლაგმანური მოდელი – One X10 დააანონსა.
სმარტფონმა ნახევრად მეტალის კორპუსი, Gorilla Glass 3, გაუმჯობესებული კამერა და 2 TB-მდე ტევადობის მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა მიიღო. ასევე 2 სლოტი nano-SIM-ისთვის. მოდელის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს საავტორო აპლიკაციას Boost+ -ს, რომელიც გაჯეტის სისტემურ ნაგავს და ქეშირებულ ფაილებს გაასუფთავებს.