LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ონელებისათვის მძიმე დღეა – ჩვენს კალთაში ამოზრდილ უსაყვარლეს ლუკას ვემშვიდობებით..“ – ონის კულტურის სახლი

231
BeFunky-collage (3)

ონის კულტურის სახლი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

“უდიდესია ჩვენი ტკივილი ჩვენი ძვირფასი ლუკა გაგნიძის გარდაცვალების გამო. მან ჩვენს კედლებში არაერთი დღე გაატარა ხალხურ შემოქმედებასთან თანაზიარებაში.

ის თავისი ღირსეული ბაბუის ღირსეული შთამომავალი იქნებოდა, რადგან სწორედ მისი ხმის მადლს ვხედავდით ლუკაში..

საოცრად ჰგავდა, ხმით, მანერებით,ადამიანობით… მაგრამ ვაი, რომ წუთისოფელში ყველაფერი ისე არ ხდება,როგორც გვინდა,როგორც ვგეგმავთ. დღეს ონელებისათვის მძიმე დღეა- ჩვენს კალთაში ამოზრდილ უსაყვარლეს ლუკას ვემშვიდობებით…მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა ჩვენო საყვარელო ლუკა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g