LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

OnePlus-მა უსადენო ყურსასმენები გამოუშვა

95

კომპანია OnePlus-მა სამყაროს თავისი ახალი ქმნილება – უსადენო ყურსასმენი OnePlus Bullets წარუდგინა. სიახლე გამოდგება არამარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ სპორტშიც – მას გარე ფაქტორებისგან დამცავი მექანიზმი აქვს.

მასში არსებობს ტექნოლოგია Google Assistant-იც, რომლის მეშვეობითაც ყურსასმენის ხმით მართვაც არის შესაძლებელი.

გაჯეტი საკმაოდ მალე, 10 წუთში იტენება, მუსიკის მოსმენა კი 5 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

OnePlus Bullets 70 დოლარი ღირს და მისი გაყიდვები ივნისიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები