საცალო ვაჭრობის მზარდ სამყაროში მაღაზიათა უკრაინულმა ქსელმა OnePrice მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებით საკუთარი ნიშა დაიკავა. კომპანია წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზეც, რისი დასტურიც ცოტა ხნის წინ ქალაქ რუსთავში, თბილისისა და გორის შემდეგ, კომპანიის მორიგი ფილიალის გახსნაა.
OnePrice-ს რიგით მე-11 ფილიალი რუსთავი მოლის პირველ სართულზე მდებარეობს და კომპანიის მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა ადგილობრივებს უკვე 8 დეკემბრიდან შეუძლიათ.
ლევან პაიკიძე, კომპანიის OnePrice დირექტორი:
– მოხარულები ვართ ქალაქ რუსთავში მაღაზიათა ჩვენი ქსელის შეყვანით. ეს ახალი ობიექტი რუსთაველებისთვის საყიდლებზე სიარულის სასურველ ადგილთან ერთად, სარგებლისა და სიხარულის მიმცემი წყაროც გახდება. ჩვენი მრავალფეროვანი პროდუქციის წყალობით ქალაქის მცხოვრებლებს, მათთვის მისაღებ ფასად, წვდომა მაღალი ხარისხის საქონელზე ექნებათ.
– OnePrice ცნობილია, როგორც ევროპული და აზიური პროდუქციის იმპორტიორი, ამასთან, ის ადგილობრივი წარმოების წამხალისებელიცაა. როგორ პოულობთ ბალანსს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის შეთავაზებებს შორის?
– კომპანიის მიდგომა მრავალფეროვანი სავაჭრო გამოცდილების შეძენას ეფუძნება. ჩვენ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით პროდუქციის შერჩევას, რადგან ის, საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, სხვადასხვა გემოვნებისა და საჭიროების მქონე მომხმარებელს უნდა მიესადაგოს. ჩვენი სლოგანი გახლავთ „დიდი არჩევანი, დაბალი ფასები“, რომელიც კომპანიის პოლიტიკას ზუსტად პასუხობს. ფასებიდან გამომდინარე ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველასთვის.
– ქალაქ რუსთავში ფილიალის გახსნა კომპანიის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება ჩავთვალოთ. მოდით, ძალიან მოკლედ, თვალი შევავლოთ OnePrice-ს მიერ განვლილ გზას დაარსებიდან დღემდე.
– პირველი მაღაზია 2018 წელს უკრაინაში გავხსენით. მას შემდეგ კომპანია სტაბილურად იზრდება. საქართველოს ბაზარზე 11 მაღაზიით ოპერირება დიდ წარმატებად მიგვაჩნია. პროდუქცია შემოგვაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან, ვახორციელებთ პირდაპირ იმპორტს, თუმცა ადგილობრივ დისტრიბუტორებთანაც ვთანამშრომლობთ. ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის 15 000 დასახელების პროდუქტის შეთავაზება შეგვიძლია, იქნება ეს პირველი მოხმარების საგნები, თავის მოვლის საშუალებები, საყოფაცხოვრებო ქიმია, აბაზანისა და სამზარეულოს აქსესუარები, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, თეთრეული, ჭურჭელი, თუ ტექნიკა. სიამოვნებით აღვნიშნავ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ ლოიალობის პროგრამა დავამატეთ, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები ქულების დაგროვებას და შემდეგ მათ საფუძველზე სასურველი პროდუქციის შეძენას შეძლებენ. მომხმარებლის მეტი კმაყოფილებისთვის მიტანის სერვისიც ავამოქმედეთ, მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ თბილისსა და რუსთავში, თუმცა ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ „ვოლტთან“ და Extra.ge-სთან, საიდანაც მომხმარებლებს ჩვენი პროდუქციის გამოწერა შეუძლიათ.
– საქართველოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები რომ გაქვთ, ისიც მოწმობს, რომ მალე ახალი ობიექტების გახსნას თბილისში, გლდანის რაიონში და ქალაქ ქუთაისში აპირებთ. რა პრინციპით შეირჩა ეს ადგილები და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ ადგილობრივებს?
– ჩვენი მიზანია, ხარისხიანი პროდუქცია რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. გლდანის რაიონი და ქალაქი ქუთაისი ცხოვრების დინამიკური ტემპით გამოირჩევა, შესაბამისად, ვფიქრობთ, OnePrice-ს მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა არ გაუჭირდება. აქვე გაგიმხელთ, რომ სულ რამდენიმე დღეში, 15 დეკემბერს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას #70ა-ში ჩვენი კომპანიის რიგით მე-12 ფილიალი გაიხსნება, ამასთან, ის აღნიშნულ გამზირზე ჩვენი მეორე მაღაზია იქნება.
– გაფართოების კვალდაკვალ, როგორ ინარჩუნებთ ბალანსს რაოდენობასა და ხარისხს შორის, როგორ უქვემდებარებთ პროდუქციას OnePrice-ს სტანდარტს?
– ხარისხის კონტროლი ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. მკაცრი სტანდარტების დაცვისა და პროდუქციის ხარისხის რეგულარული შეფასებისთვის ჩვენს მომწოდებლებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩვენი სწრაფვა – მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ, სწორედ ხარისხს ეფუძნება და არა რაოდენობას. მომხმარებელი პროდუქციის სწორედ მაღალი ხარისხიდან გამომდინარე გვენდობა.
– OnePrice-ს სამომავლო გეგმებზე რომ მოგვიყვეთ, რა მიმართულებით აპირებს კომპანია განვითარებას?
– OnePrice-ს მომავალი იმედის მომცემია. 2024 წელს საქართველოში გაფართოებას გავაგრძელებთ. გვსურს, რაც შეიძლება ბევრი რეგიონი მოვიცვათ.
– და ბოლოს, ბატონო ლევან, რას ურჩევდით ახალბედა მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესებს, როგორ უნდა მოიპოვონ საკუთარი ნიშა დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე?
– ჩემი რჩევა იქნება, გჯეროდეთ თქვენი ხედვის და უერთგულეთ იმ პრინციპებს, რომლებითაც მომხმარებლისთვის ღირებულებებს ქმნით. ჩამოაყალიბეთ ძლიერი გუნდი ბაზრის ცვლილებებთან სწრაფად ადაპტაციისა და გონივრული რისკების გასაწევად. გახსოვდეთ, მომხმარებლის კმაყოფილება უპირველესია. ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებაში თანმიმდევრულობა გამორჩეულს გაგხდით.
(R)