10 მაისს, Black Sea Arena-ზე, OneRepublic-მა მასშტაბური კამპანიის – Starring Georgia 2024 წლის მუსიკალური სეზონი გახსნა.
ამერიკული პოპ როკ ბენდის პერფორმანსმა საქართველოს ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში, სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი 10 000 მსმენელის წინაშე, შემოქმედების საუკეთესო ჰიტებით, მათ შორის: Secrets, Good Life, Stop and Stare და Apologize წარდგა.
კოლექტივმა საკუთარი თვალით დანახული საქართველო ემოციურ ვიდეოში მოაქცია და გულშემატკივრებს ,,ინსტაგრამზე” გაუზიარა. კადრებს გუნდმა რეი ჩარლზისეული საკულტო ჩანაწერი – Georgia on My Mind დაურთო.
შეგახსენებთ, რომ წელს ,,ბლექ სი არენაზე” კიდევ 2 კონცერტია დაგეგმილი. კონცერტების სერია 31 მაისს, გერმანული ჰარდ როკ ბენდის – Scorpions კონცერტით გაგრძელდება. 28 ივლისს, ამავე ვენიუზე, ბრიტანული ჯგუფი – Massive Attack იმღერებს.