OneRepublic-მა ევროპული ტურნე დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ კოლექტივის Escape to Europe 2025 Tour სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
ამერიკული პოპ-როკ ბენდის ევროპული კონცერტების სერია სტარტს 18 სექტემბერს, დუბლინში აიღებს და 16 ნოემბერს, ლისაბონში დასრულდება. ჯგუფი პერფორმანსებს ასევე ამსტერდამში, ჰამბურგში, ბერლინში, პრაღაში, პარიზსა და სხვა ევროპულ ქალაქებში ჩაატარებს.
შოუების სპეციალური სტუმარი, ელა ჰენდერსონი იქნება. ის გუნდის სცენაზე გამოსვლამდე, პუბლიკას საღამოსთვის განაწყობს.
შეგახსენებთ, რომ OneRepublic გასული წლის 10 მაისს მასშტაბური კამპანიის – Starring Georgia ფარგლებში Black Sea Arena-ზე წარდგა. კოლექტივმა შარშან 12 ივლისს მეექვსე სტუდიური ალბომი – Artificial Paradise გამოუშვა.
OneRepublic-ის თვალით დანახული საქართველო – ბენდი ვიდეოს ავრცელებს