LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონის რაიონს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

126

ონს და მის მიმდებარე სოფლებს  განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან პარმენ  მარგველიძესთან და ონის გემგებელთან გიორგი ლობჟანიძესთან  ერთად ნაგავსაყრელი მოინახულა.

პოლიგონის  კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა გზებს, ტერიტორია შემოიღობა, გაკეთდა ელექტროფიცირება, ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა,  დამონტაჟდა ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები. ასევე, მოეწყო გაბიონი, რომელიც მდინარე ჯეჯორას ნარჩენების ჩარეცხვისაგან  დაიცავს.  სამუშაოებზე 26 ადამიანი იყო დასაქმებული.

რეაბილიტაციის დაწყებამდე ონის ნაგავსაყრელი სტანდარტებთან შეუსაბამოდ  ფუნქციონირებდა, არაორგანიზებულად ხდებოდა ნარჩენების შეტანა  და საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას. პროექტის საერთო ღირებულება 164 957 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g