„ერთი რაღაც მინდა ვთქვა, უკვე მერამდენედ ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე ადამიანებზე, რომლებსაც საერთოდ არ იცნობს. როცა ირაკლი კობახიძე იტყვის, რომ ვიღაცამ რაღაც მოინანიოს, რომელსაც არ იცნობს, ირაკლი კობახიძემ მოინანიოს გავრილოვი, პოზნერი, ლავროვი, რუსული კანონები, მაკო გომურის თვალი მოინანიოს, იმ პოლიციელის დაქვეითებული მხედველობა მოინანიოს, აქ რომ მოწმედ იყო მოსული. ესეც მაგის ბრალია“,- ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ცხადაძის თქმით, სასამართლო პროცესებზე შესაძლოა აღარ იაროს:
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
„მინდა, აგიხსნათ, როგორ იქცევა ზოგადად ჩემნაირი ადამიანი: პირველი პროცესიდან მოყოლებული ვცდილობ, რომ ამ სიტუაციაში ვიხუმრო, გავიცინო, რაც ასეთ სიტუაციაში ჩემთვის თავდაცვის ინსტრუმენტია. ეს უკვე გადაიზარდა თავის მოტყუებაში, ჩემი აზრით, რადგან ახლა, რომ ვთქვა რაღაცაზე მეცინება, რამე სასაცილოა – მეთქი, არ ვიცი, მე პირადად არ ვაპირებ თავის მოტყუებას. მგონია, რომ ბრალდების სკამზე სხედან პატარა ბავშვები, რომლებსაც ეკრანებიდან ეტყობათ, რომ უდანაშაულოები არიან…. უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ვხვდები, აქ, რა ხდება.
წეღან მინდოდა მოწმისთვის მეკითხა, ახალს თუ მეტყვის რამეს – მეთქი. ანუ მოვდივართ და რისთვის მოვდივართ, ვერ ვხვდები. შესაძლოა, მომდევნო სხდომაზე აქ აღარ ვიდგე. ერთადერთი, აქ რის გამოც მოვდივარ, არის ის, რომ ადამიანები დავინახო, უცხო ადამიანები, რომელთა ნახვა ძალიან მახარებს. სოციალური ადამიანი ვარ და გარეთაც ყოველთვის ისეთი ადამიანი ვიყავი, რომელსაც მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა, ან თუნდაც მათი დანახვა, მაგრამ გამოდის, რომ ამითაც თავს ვიტყუებ…
ერთი რაღაც მინდა ვთქვა, უკვე მერამდენედ ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე ადამიანებზე, რომელთაც საერთოდ არ იცნობს. როცა ირაკლი კობახიძე იტყვის, რომ ვიღაცამ რაღა მოინანიოს, რომელსაც არ იცნობს, ირაკლი კობახიძემ მოინანიოს გავრილოვი, პოზნერი, ლავროვი, რუსული კანონები, მაკო გომურის თვალი მოინანიოს, იმ პოლიციელის დაქვეითებული მხედველობა მოინანიოს, აქ რომ მოწმედ იყო მოსული, ესეც მაგის ბრალია. და, ის პოლიციელები იმ ადამიანებზე თუ გაბრაზდებიან, ვისზეც ჩვენ ვბრაზდებით ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენთვისაც და თქვენთვისაც.
როცა ირაკლი კობახიძე იტყვის, რომ ადამიანებში ვიღაც უცხო ძალები თესავენ ზიზღს, გაიხსენეთ, რამდენი „ტროლ-ბოტების” ქარხანაა. გაიხსენეთ, გვეძახის უსამშობლოებს მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვინდა [ევროპული მომავალი] და ვიცხოვროთ უკეთესად.
როცა არქიფო სეთურის მონებს დაგვიძახებთ, გაიხსენეთ, ბოლო ყრილობაზე, როგორ უკრავენ ტაშს თქვენს პატრონს. როგორ აჯერებთ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ქათმის ფეხები უნდა ჭამონ თვითონ და მეტი არ მოინდომონ და თქვენ, ყველაფერი ჭამოთ, რაზეც ხელი მიგიწვდებათ”. განაცხადა ონისე ცხადაძემ.
„თქვენ ხართ ადამიანები, როლებმაც 19-20 წლის ბიჭების დედები ატირეთ ციხეებთან. ეს არ დაგავიწყდეთ და ცოტა შეგრცხვეთ“ – ონისე ცხადაძის მიმართვა ბრალდების მხარეს
„თქვენ ხართ ადამიანები, როლებმაც 19-20 წლის ბიჭების დედები ატირეთ ციხეებთან. ეს არ დაგავიწყდეთ და ცოტა შეგრცხვეთ“ – ონისე ცხადაძის მიმართვა ბრალდების მხარეს
მან საქმის მოსამართლეს, ნინო გალუსტაშვილს მიმართა.
„უბრალოდ, აზრი არ აქვს ბატონო მოსამართლე, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ. თქვენ რომ ახლავე გინდოდეთ ჩვენი გაშვება, ბოლოს მაინც ისე იქნება, როგორც ზემოთ იტყვიან. თქვენ რომ მიგაჩნდეთ, რომ ჩვენ მტყუანი ვართ, გინდოდეთ ციხეში ჩვენი გაშვება და ვიღაცამ თქვას, რომ აღარ გაუშვათ, თქვენ მოგიწევთ ჩვენი გათავისუფლება.
მე არ მეპარება ეჭვი თქვენს ადამიანობაში და პირიქით, მადლობაც გადამიხდია, მაგრამ ცოტა სამწუხროა მოსამართლეს მადლობას უხდი მხოლოდ იმის გამო, რომ საუბრის საშუალებას გაძლევს. ამას მხოლოდ თქვენზე არ ვამბობ, მთლიანად სასამართლოზე ვამბობ. ერთი და იგივე ხდება ყველა სასამართლოზე…
მეორე მიზეზი – არ მინდა, რომ პროპაგანდისტულმა მედიებმა მოწმის საუბრის ფონზე იქიდან გადამიღონ და ისე გააშუქონ, როგორც თვითონ აწყობთ და მერე თუნდაც ოპერატორი ან მისი თანამშრომელი გავიდეს და თავის მეგობრებთან ერთად ჩვეულებრივად გააგრძელოს ცხოვრება. არ მინდა ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, შეიძლება მე აღარ მოვიდე, ადვოკატთან გავივლი, რა, როგორ ჯობია. მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, ვინც ქვეცნობიერში მაინც გვგულშემატკივრობდა…
მინდა მივმართო ორი კატეგორიის ადამიანებს, მათ ვისაც, ვიღაცის დაბრუნებით აშინებენ და დაბრუნების გამო შიმშილში და სიღარიბეში უნდა იცხოვრონ. ამ ქვეყანაში ვერასდროს ვეღარავინ დაბრუნდება. ჩვენ აქ იმიტომ ვსხედვართ, რომ არავის დაბრუნება არ გვინდა და არ გვინდა, რომ ეს ქვეყანა ვიღაცა ერთი კაცის ჭკუაზე ატარონ ადამიანებმა… ქართული გვარის მქონე რუსებს, „კგბ-ს” აგენტებს ვებრძვით.
ბოლოს მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას ვუსურვო ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება, გამარჯვება მინდა ვუსურვო ქართველ ერს, თითოეულ ქართველს. მათთან არის ბიძინა და ჩვენთან არის ღმერთი. გავიმარჯვებთ სახელოვნად”, – განაცხადა ონისე ცხადაძემ.
„მინდა, ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში არ გამოდის“ – ვასო ფხაკაძე ონისე ცხადაძის საქმეზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.