ნარკოდანაშაულში ბრალდებულ თედო აბრამოვს, რომელიც დღეს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, გათავისუფლება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ონისე ცხადაძემ ციხიდან მიულოცა.
მან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დარეკვის უფლებით მას შემდეგ ისარგებლა, რაც გაიგო, რომ თედო აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
თედო აბრამოვი ონისე ცხადაძეს ტელეფონით მედიის თანდასწრებით ესაუბრა:
„ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც მსგავსი რაღაც გაუკეთეს, ყველას გაუშვებენ. ყველაზე მძიმე მუხლი ამ ადამიანებს გაუკეთეს, დანარჩენი რაღაც იქნება, გამოჩნდება.
„ბორკილებს რომ მადებდა ბადრაგი, მეუბნებოდა: „ღმერთმა ქნას, ეს უკანასკნელი იყოსო“ – რა ამბავს იხსენებს თედო აბრამოვი, რომელიც მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
საკანში გავიგე. მე და ვეფხია კასრაძე ვართ და გაგვიხარდა ძალიან. შემდეგ ვეფხია პაემანზე გავიდა, მარტო დავრჩი. მარტო რომ დავრჩი, ეს ემოციები ვის გავუზიარო-მეთქი, გამოვედი და თათიას დავურეკე“. – აღნიშნა ონისე ცხადაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი, თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო – ის სხდომათა დარბაზიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
ფოტოკოლაჟში გამოყენებულია გამოცემა „პუბლიკის“ ფოტოები
⭕💬„ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. პირველ რიგში, ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ მეგობრებო – ჩვენ…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Friday 15 August 2025