LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონისე ონიანი რეპეტიციების შემდეგ ელიავაზე საბურავებს ყიდდა: „შრომა არ არის სათაკილო“

250
BeFunky-collage (4)

გადაცემაში “ფარული კონვერტი” მსახიობმა ონისე ონიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, წარმატებული მსახიობი რეპეტიციების შემდეგ ელიავაზე საბურავებს ყიდდა.

“საბურავებს ვყიდდი.. ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო ამ ბიზნესით დაკავებული. ამ ადამიანს ვუთხარი, იქნებ შევითავსო ეს [საქმე].

მაგ პერიოდში, არ დაგავიწყდეს, ვმღერი, თეატრშიც ვარ და ვიმატებ ამ მესამე შეთავსებით სამსახურს, რომელიც აუცილებლად მჭირდება და სჭირდება ჩემს ოჯახს.

მე ვიყავი ჩვეულებრივად საბურავების გამყიდველი, რომელიც დილის 7 საათზე ელიავაზე გარბოდა, 11 საათამდე ვმუშაობდი. 11-დან ორამდე თეატრში გავრბოდი, რადგან მქონდა რეპეტიციები.

მე არ მეთაკილებოდა, მაგრამ ვიღაცებს რომ დავინახავდი ცნობილებს, ვფიქრობდი, როგორ მიიღებდნენ ამ ყველაფერს.. შრომა არ არის სათაკილო…

ფიზიკური შრომაც მიწევდა, 50-100 საბურავი უნდა გამომეტანა..”,- განაცხადა ონისე ონიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები