20 წლის მარიამს ონკოლოგიური დიაგნოზის გამო საზოგადოების დახმარება ესაჭიროება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ავრცელებს.
„მარიამი 20 წლისაა, ონკოლოგიურმა დიაგნოზმა მისი ხალისიანი და ლამაზი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, მარიამს 2 კვირაში ერთხელ 12 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტი უნდა გადაესხას, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია მისთვის, პირველი გადასხმა ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამით დაფინანსდა, რამდენიმე დღეში მეორე და კიდევ 4 პროცედურაა ჩასატარებელია.
ჩვენი ფონდი 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს ეხმარება, სამწუხაროდ, მარიამს ვერ ვეხმარებით, მაგრამ ჩვენი მეგობრების, ფონდის შემომწირველების იმედი გვაქვს, მოდით, ეს თვე მარიამის სიცოცხლის გადასარჩენად გავერთიანდეთ…
GE21TB7515845061100129
მიმღები ლუკა ხელაძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.