LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ონკოპაციენტებისთვის დაფინანსება ისევ აგვიანებს, ისევ „პროტეჟე“ სჭირდებათ საპატრიარქოდან თუ სამთავრობო უწყებიდან რომ დარეკონ და მხოლოდ ამის შემდეგ უფინანსებენ“ – რას ითხოვენ ონკოპაციენტები

121
ონკოპაციენტების აქცია

„ჩვენ გავიგეთ, რომ ბატონი მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში მობრძანდება. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მას პარლამენტთან დავხვედროდით და შეგვეხსენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ონკოპაციენტებისთვის არ არის უსაფრთხო. ონკოპაციენტები ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვან ჯანმრთელობის დაცვის სერვისებს ვერ იღებენ“ – ამის შესახებ ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც ონკოპაციენტებმა აქცია გაიმართეს.

აფხაიძის განცხადებით, ონკოპაციენტებისთვის დაფინანსება აგვიანებს.

აფხაიძემ ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მიმართა და განაცხადა, რომ მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტი შედის საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში, სრული სპექტრის სიმსივნეების მედიკამენტები კი დაფინანსებაში არ შედის.

მისივე თქმით საქართველო ნამდვილად არ არის უსაფრთხო ონკოპაციენტებისთვის.

„ჩვენ გავიგეთ, რომ ბატონი მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში მობრძანდება. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მას პარლამენტთან დავხვედროდით და შეგვეხსენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ონკოპაციენტებისთვის არ არის უსაფრთხო. ონკოპაციენტები ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვან ჯანმრთელობის დაცვის სერვისებს ვერ იღებენ. ჩვენს ქვეყანაში არ არის წამლები, დეპიფიციტია უკვე რამდენიმე თვეა. კერძოდ, ის მცირე ჩამონათვალი მედიკამენტების, რაც წესით ქვეყანაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა ბატონ მიხეილთან გვქონდა და დაგვპირდა, რომ გამოასწორებდა ჯანდაცვაში არსებულ ხარვეზებს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი არ გამოსწორებულა. ონკოპაციენტებისთვის დაფინანსება ისევ აგვიანებს, ისევ „პროტეჟე“ სჭირდებათ. კერძოდ, საპატრიარქოდან თუ სამთავრობო უწყებიდან რომ დარეკონ და მხოლოდ ამის შემდეგ უფინანსებენ. ასევე, ონკოპაციენტებს, არც ერთი კვლევა არ უფინანსდებათ, მხოლოდ მცირე ფასიანი ანალიზები უფინანსდებათ. არავის უფინანსდება გვერდითი მოვლენების მართვა, რასაც ქიმიოთერაპია იწვევს.

ასევე, მინდა ვთხოვო მიხეილ სარჯველაძეს, რომ ჯანდაცვიდან ნუ აგზავნის ევროკავშირის ქვეყნებში წასულ ონკოპაციენტებზე წერილებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ონკოპაციენტებისთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ არის უსაფრთხო ონკოპაციენტებისთვის. ისინი აქ რომ ჩამოვლენ განწირულები არიან.

მხოლოდ რამოდენიმე მედიკამენტი შედის საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში, სრული სპექტრის სიმსივნეების მედიკამენტები დაფინანსებაში არ შედის. როდესაც  მიხეილ სარჯველაძეს ვთხოვე დაემატებინა ეს მედიკამენტები, მან მითხრა, რომ ამ ეტაპზე ვერ დავამატებთ იმიტომ, რომ სამინისტროს თანხები არ აქვს.

ასევე, ძვირადღირებულ მედიკამენტებს მხოლოდ ერთხელ აფინასნებს რეფერალური, იმ მედიკამენტს, რომელიც საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში არ შედის და ამასთან, დაფინანსებაც აგვიანებს”, – განაცხადა გვანცა აფხაიძემ.

შეგახსენებთ, „მინდა ვიცოცხლო“ – ამ მოწოდებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან ონკოპაციენტების აქცია დღეს გაიმართა.

„მხარდაჭერა ონკოპაციენტებს! ევროპული სტანდარტის ჯანდაცვა! არა რუსულ კანონს!“ – სწორედ ამ შინაარსის პლაკატებით შეიკრიბნენ მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან. აქციის მონაწილეები ულიმიტო პერსონალიზებულ მედიცინას ითხოვენ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.

პოპულარულები