ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.