LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ მაღაზია RENEW კოლექციას ნიუ-იორკში გაიტანს

135

ონლაინ მაღაზია RENEW მომხმარებელს სულ მალე ხის სათვალეების, ჩანთებისა და საყურეების ხაზს შესთავაზებს და თავის კოლექციას ნიუიორკში, ბუტიკმალატა”-ში გაიტანს.

როგორცფორტუნა პლუსთნსაუბრისას RENEW- დიზაინერმა თეკლე ხახუბიამ განაცხადა, უახლოეს მომავალში იგეგმება მაღაზიის გახსნაც და მსურველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს როგორც ხისგან დამზადებული საყურეები, ჩანთები და სათვალეები, ასევე დამუშავებული და გრანირებული მუყაოს საყურეები და გაფორმებული გეტრები, რომელთა ფასიც 40 ლარია.

მისივე ინფორმაციით, RENEW არის ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს სამოსის გადაკეთება და ძველი სამოსის სრულიად ახლად ქცევაც შეუძლია. ”ჩვენ შეგვიძლია ნაქსოვი წინდები მეტალით, თვლებით, ტყავით ან ტექსტილით გაგიფორმოთ და შედეგად სრულიად განსხვავებულ და ლამაზ აქსესუარს მიიღებთ”, – განაცხადა ხახუბიამ.

დიზაინერებმა თეკლე ხახუბიამ და გვანცა თუთბერიძემ, საკუთარი ხაზის შექმნა წელიწადნახევრის წინ გადაწყვიტეს და როგორც თავად აღნიშნეს, ონლაინ შეკვეთის გარდა, მომხმარებელს ასევე მოემსახურებიან ადგილზე მიტანის უფასო სერვისით.
https://www.facebook.com/Renew-1515506922026459/?fref=ts

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები