LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონში ახალი 10 ნომრიანი სასტუმრო აშენდება

451
1551359898

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში რაჭაში, ქალაქ ონში ახალი 10 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. პროექტის მხარდასაჭერად ინვეტორს ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩა N63-ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 1149 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა ელექტრონული აუქციონის ფორმით, 31 000 ლარად, გადაეცა.

შეგახსენებთ, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები. პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 22 ობიექტი, რითიც ბიუჯეტმა 57 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო სასტუმრო–ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 120 მლნ ლარს აჭარბებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები