ონში ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, მამაკაცის ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა და გარდაცვალების მიზეზს ექსპერტები დაადგენენ.
ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.