LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Opel Ampera გერმანული კონკურსის გამარჯვებულია

34

ელექტროძრავიანი ახალი ჰეთჩბეკი Opel Ampera-е საერთაშორისო კონკურსზე ”International Paul Pietsch Award 2017”-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში ”წლის საუკეთესო ძრავი”.

აღნიშნულ კონკურსს ყოველწლიურად ჟურნალი ”Auto motor und sport” ატარებს. მსოფლიოს 21 ქვეყნის 27 უმსხვილესი გამოცემის 27-მა რედაქტორმა სწორედ Opel Ampera-е-ს ძრავი აღიარეს პრესტიჟული პრემიის მიღებისთვის საუკეთესოდ.

Opel Ampera-е-ს ელექტროძრავი 2014 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ნულიდან ას კილოემტრს 3,2 წამში ავითარებს.

შეგახსენებთ, ”International Paul Pietsch Award 2017”-ის ჟიურის ჟურნალისტები წარმოადგენენ, რომლებიც ძრავებს მთელი რიგი კრიტერიუმებით აფასებენ, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობა, ეკონომიურობა და უსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი ძრავი სერიულად იწარმოებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის მზად იყოს სერიულად გამოსვლისთვის.

Opel Ampera-e-ს ძრავმა ჟიურის ხმათა 41% მიიღო, რაც მის უახლოეს კონკურენტთან შედარებით მთელი 10 პუნქტით მეტია. მეორე და მესამე პოზიციები Infiniti-ს ბენზინის ტურბირებულმა VC-T ძრავმა და Mercedes-Benz-ის ოთხცილინდრიანმა დიზელის OM 654 ძრავმა გაინაწილეს.

პრემია ”International Paul Pietsch Award 2017”-ის თასი Opel-ის გენერალურ დირექტორს კარლ თომას ნოიმანს გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები