უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლებისგან ანდრეევკა და ლოზოვოე საბოლოოდ გაასუფთავეს.
ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ მტერს ოთხი დარტყმა მიაყენა სახმელეთო თავდასხმის თვითმფრინავების, ბომბდამშენების და ვერტმფრენების გამოყენებით.
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობითვე, მტრის დადასტურებული დანაკარგებია: 89 რუსი დამპყრობელი, T-62 ტანკი, თვითმავალი ჰაუბიცები, ნაღმმტყორცნების სისტემა, ორი ჯავშანტექნიკა და ექვსი მანქანა, ბელოგოროვკაში განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის საცავი.