LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერის თეატრში „კარმენის“ პრემიერა გაიმართება

299

20, 21, 27 აპრილს და 4 მაისს, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში „კარმენის“ პრემიერა გაიმართება.

საიუბილეო 165-ე სეზონზე ჟორჟ ბიზეს ოპერა ლევან წულაძემ დადგა. ეს რეჟისორის დებიუტია საოპერო ჟანრში და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში. მაყურებელი იხილავს წულაძის ახლებულ ხედვას, ახალი სცენოგრაფიისა და კონცეფციის მიხედვით, ოპერაში განვითარებული მოქმედება კუბაზეა გადატანილი.

სპექტაკლის სცენოგრაფია ირაკლი ავალიანი, კოსტიუმების მხატვარი – პოლინა რუდჩიკი, დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, ხოლო  ქორეოგრაფი – გია მარღანია. სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები, გუნდი, საბალეტო დასი და ორკესტრი.

20 აპრილს კარმენის პარტიას შეასრულებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კარმენად აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო – ანიტა რაჭველიშვილი. 21 აპრილს მას  თეა დემურიშვილი  შეცვლის. 27 აპრილს კი, ნანა ძიძიგურის დებიუტი შედგება.

ჟორჟ ბიზეს უკვდავი ოპერა „კარმენის“ პრემიერა 1875 წელს, პარიზში, Opera Comique-ის სცენაზე შედგა. თბილისის ოპერის თეატრში „კარმენი“ ზუსტად 10 წლის შემდეგ, 1885 წელს დაიდგა. სპექტაკლმა დიდი წარმატება მოიპოვა და მალევე დაიმკვიდრა ადგილი ქართული საოპერო თეატრის სცენაზე და მას შემდეგ კიდევ არაერთი ვერსია დაიდგა.

მსოფლიო საოპერო სცენების ბოლო 5 წლის სტატისტიკით „კარმენი“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ხშირად დადგმული ოპერაა.

 

magti 5g