თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს ამიერიდან ბადრი მაისურაძე უხელმძღვანელებს, მაისურაძე კონკურსის წესით შესარჩევმა დროებითმა სარეკომენდაციო საბჭომ აირჩია.
შერჩეული კანდიდატი მინისტრის ბრძანების საფუძველზე უნდა დაინიშნოს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 27 ოქტომბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩატარებულ სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად საბჭოს 10 წევრიდან 7 წევრმა მხარი ბადრი მაისურაძეს, ხოლო 2 წევრმა მხარი ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკის დაუჭირა. საბჭოს ერთმა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.