23 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 164-ე სეზონი ზ.ფალიაშვილის ოპერით “აბესალომ და ეთერი” დაიხურება. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახალხო არტისტები – ელდარ გეწაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, ლიანა კალმახელიძე, ალექსანდრე ხომერიკი, ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები – ხათუნა ჭოხონელიძე, გია მახარაძე, ელენე ჯანჯალია, ტარიელ ჭიჭინაძე, მანანა იორდანიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი (სტაჟიორი), ოპერის თეატრის ორკესტრი და გუნდი. დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი. სპექტაკლი 19.00 საათზე დაიწყება.