LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპონენტებს ვთხოვ, ან რეგლამენტს გაეცნონ კარგად, ან საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ” – სამხარაძე განმარტავს, რატომ არ ეყარა კენჭი ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას

58
ნიკოლოზ სამხარაძე

მას შემდეგ, რაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, უმრავლესობის მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა, კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რატომ არ ეყარა კენჭი ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ჩაწერას გულისხმობდა.

“თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს” – სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, კომიტეტმა უმრავლესობის რეზოლუციას რუსეთის ხსენების გარეშე დაუჭირა მხარი

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, ალტერნატიული წინადადების დარეგისტრირებას თავისი პროცედურა აქვს და წინადადება კომიტეტის სხდომის დაწყებამდე უნდა იყოს დარეგისტრირებული:

სამხარაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავს, რეგლამენტს კარგად გაეცნონ, ან საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ:

“ალტერნატიული წინადადების დარეგისტრირებას თავისი ფორმა, წესი და პროცედურა აქვს, რომელიც რეგლამენტით არის გაწერილი. ალტერნატიული წინადადება კომიტეტის სხდომის დაწყებამდე უნდა იყოს დარეგისტრირებული და უნდა ჰქონდეს კომიტეტის ყველა წევრს. ეს ასე არ მომხდარა, შესაბამისად, ალტერნატიული წინადადების კენჭისყრის ვალდებულება კომიტეტის სხდომაზე არ იდგა.

ამიტომ, ვთხოვ ჩვენს ოპონენტებს, რომ ან რეგლამენტს გაეცნონ კარგად, რაც მათი ძლიერი მხარე არ არის – რამდენჯერმე ამაში დახმარება შევთავაზე, ან საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ”, – განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს დაუჭირა მხარი.

რეზოლუციის პროექტს მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაუჭირეს – კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები