LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

108

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი არსებულ ნარკოპოლიტიკას არაადეკვატურად აფასებს. სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ვერ იცავს ახალგაზრდებს და ასევე, გამსაღებლებს სათანადოდ ვერ სჯის.

სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ვერ ახორციელებს შესაბამის პოლიტიკას იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ახალგაზრდები, ერთი მხრივ, მათი სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკული საშუალებების შემოდინებისგან ქვეყანაში და, მეორე მხრივ, დღევანდელი ნარკოპოლიტიკა კვლავ არ არის ადეკვატური იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დაეხმაროს მომხმარებელს იმისთვის, რომ დაანებოს თავი სიცოცხლის სახიფათო და მავნე ჩვევას და, მეორე მხრივ, ადეკვატურად დასაჯოს გამსაღებლები,“ – აცხადებს სამადაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ სახელმწიფო კრიტიკული ზღვარის წინაშე დგას.

ჩვენ დავდექით უკვე კრიტიკული ზღვარის წინაშე, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება ჩარევა და ხელისუფლებას მოუწევს გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები. ერთი მხრივ, მათ უნდა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადონ ნარკორეალიზატორებს და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ საბოლოოდ შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა, მოხდეს მისი ლიბერალიზება და გარდა ამისა, სახელმწიფომ პირდაპირ გამოავლინოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლების რეაბილიტაციას,“ – განაცხადა ტუღუშმა.

კომიტეტებში ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა ერთი თვით გადაიდო.