LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ გეგმავს- რა შემთხვევაში ჩაერთვება ელისაშვილი

88
BeFunky-collage (1)

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანიში იქმნება საკომისიო ჯგუფი, რომლის მიზანი საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა იქნება.

მასშტაბური საარჩევნო რეფორმის მიზნით, პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას „მოქალაქეების“ ლიდრმა ალეკო ელისაშვილმა განმარტა, რა შემთხვევაში ჩაერთვება კომისიის მუშაობაში.

„კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაით 3 800 საარჩევნო უბანში კომისიის წევრები ჰყავდა. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერიას პარტია“.- განმარტა ელისაშვილმა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ ან უნდა დაამტკიცონ გაყალბება, ან საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

„კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის, ალეკო ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ჩაერთოს საგამოძიებო კომისიაში და თავადვე დაამტკიცოს, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმ არგუმენტის წარმოდგენა, რომ არ მყავდა კომისიაში წევრები და სხვებმა უკეთ იციან, არ არის ბოლომდე დამაჯერებელი“.-  ასე უპასუხა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ  ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ  ის პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი თქმით, კომისია “ქართული ოცნების” მიერ არის შექმნილი და ამით სურთ საკუთარი პოზიციები გაამართლონ.

“ჩვენ ამ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს კომისია არის შექმნილი, ფაქტობრივად “ქართული ოცნების” მიერ და მათ უნდათ, შექმნან ხელოვნური პროცესი, რითაც საკუთარ პოზიციებს გაამართლებენ. ვფიქრობ, საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამის არაერთი ფაქტი გვაქვს წარდგენილი. ამ ტიპის სამუშაო პროცესში მონაწილოებას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტს, რომელიც საქართველოში არალეგიტიმურია”. – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

„ევროპული საქართველოს“ წევრ ლევან თარხნიშვილისთვის გაუგებარია, როდესაც არალეგიტიმური პარლამენტი ქმნის კომისიას საკუთარი დანაშაულის გამოსაძიებლად.

„ევროპულმა საქართველომ და მთლიანად ოპოზიციამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია ამ პარლამენტის და 2020 წლის არჩევნების მიმართ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის აზრს, შესაბამისად, ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ამიტომ, აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც ეს პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას, რომელმაც თავისი დანაშაული უნდა გამოიძიოს. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ და მთლიანად ოპოზიცია არ აპირებს არც პარლამენტში შესვლას და არც ამ კომისიაში მონაწილეობის მიღებას. რას გააკეთებს ბატონი ელისაშვილი, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ  „ქართული ოცნება“ ცდილობს ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილი სხვადასხვა თემებით გადაიტანოს ყურადღება მთავარიდან მეორეხარისხოვანზე.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მიერ წარდგენილი იყო მთელი პაკეტი მოთხოვნების, ზოგადად საარჩევნო სისტემის ცვლილება.

„არანაირი აზრი არა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის ან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარს ჩვენ თუ არა გვაქვს მიღწეული შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებაზე, ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ განვიხილავთ და ჩვენ ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ცალ-ცალკე ინიციატივებს ნამდვილად არ განვიხილავთ, ამიტომ შესაბამისად, არც ამ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას. ახლა ძალიან რთულია თქმა, მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“ მეხუთე რაუნდის ჩასატარებლად, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. ჩვენი წინადადებები, მოთხოვნები ცნობილია და ის დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე. ახლა მთავარია თუ „ქართული ოცნება“ მზად არის მოლაპარაკებების განსაახლებლად, ის უნდა მოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რაციონალური წინადადებით. აქ არ არის საუბარი საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაზე და სხვა საკითხებზე, ჩვენ შეიძლება ვიდაოთ და ვიკამათოთ, რა ვადებში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები ქვეყანაში და არა იმაზე, ჩატარდება თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, ანუ ეს არ იქნება მოლაპარაკებების საგანი ბუნებრივია“. – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ვითხოვთ 0.67 პროცენტს. თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, “გირჩი” პარლამენტშიც შევა: იაგო ხვიჩია

 

magti 5g