LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია “ქართული ოცნების” მიერ ხელმოწერილ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს განიხილავს

93
e18d1cd67850bdd6327b7aef0ab34f7f

პრეზიდენტის სასახლეში კარლ ჰარცელის, კელი დეგნანისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრის პარალელურად,  “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

პოლიტიკოსები მსჯელობენ სამომავლო გეგმაზე, ემზადებიან 15 მაისის აქციისთვის და განიხილავენ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” ხელი გუშინ საჯაროდ მოაწერა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმება ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე შეუძლებელია, რადგან ნიკა მელია მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავას თქმით, დოკუმენტში მეტი კონკრეტიკაა საჭირო რათა მხარეებს ინტერპრეტაციის საშუალება არ მიეცეს.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიცია თავადვე აუხსნის თავისივე მოთხოვნას და პოზიციას.

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” წევრი ლევან სამუშიას განცხადებით, პარტია “ლელოს” ლიდერები ბრიუსელში მიდიან, რათა პარტნიორებს კონკრეტულ საკითხებზე თავად ესაუბრონ.

magti 5g