LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ვენეციის კომისიისთვის გასაგზავნ წერილზე მუშაობს

98

საპარლამენტო და არასაპარლმენტო ოპოზიციამ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, “ვენეციის კომისიისთვის” გასაგზავნ წერილზე მუშაობა დაიწყო.

ინტერპარტიული ჯგუფის წევრების განცხადებით, მათ “ვენეციის კომისიას” უნდა შეატყობინონ, რომ ხელისუფლებამ დიალოგის მაგიდა დატოვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის.

ოპოზიცია მოითხოვს, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და არჩევნები 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარდეს. ამასთან, მათივე მოთხოვნით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით ხალხმა უნდა აირჩიოს.

magti 5g