პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ბოდიში აქვს მოსახდელი. ამის შესახებ მან ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმ აღვირახსნილი კამპანიის შემდეგ, რაც ოპოზიციამ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ აწარმოა, მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ. გაყალბებული არჩვენებისა და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო..
როდესაც ადამიანს აბულინგებ და აბრალებ ყველა ცოდვას, რაც შეიძლება დააბრალო და აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ელემენტარულად ახალი შეტევა მაინც აღარ უნდა წამოიწყო, თუ იმდენი სინდისი არ გაქვს, რომ ბოდიში მოიხადო“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.