LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ სამი საპროტესტო აქცია დააანონსა

117
125365562-835639787187702-7754902341323518139-n

ოპოზიციამ შემდეგი სამი აქცია დააანონსა.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს„ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ისაუბრა.

პირველი აქცია 17-18 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას გაიმართება.

შემდეგი კი, არჩევნების მეორე ტურის დღეს 21 ნოემბერს.

“იცით, რომ 17 და 18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი მაიკ პომპეო. ჩვენ ყველანი მივესალმებით მას, ჩვენთვის თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს. ასევე, ჩვენ ვანახებთ ჩვენს მსოფლიოს, იმიტომ, რომ იმ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება საქართველოსკენ, ვანახებთ, ჩვენი მდუმარე პროტესტით. დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება “გაყალბებულია” და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე, მთელი ცენტრალური პროსპექტები მოფენილი იქნება. დავაფენთ, დავდგებით ზედ და ვიტყვით: გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია! და ამ სიყალბეს არ მივიღებთ. ხშირად ამბობენ, რომ იმასთან არ დავდგები, ამასთან არ დავდგები – ორი მეტრი იქნება დისტანცია, შეიძლება გვერდით ისეთი მეზობელი იყოს, რომელიც არ გიყვარს, ან ისეთი პარტია, რომელიც არ გიყვარს – მნიშვნელობა არ აქვს. გამოდი, დადექი, თუ მიიჩნევს, რომ გაყალბებულია, იმიტომ, რომ ისიც თვლის, რომ გაყალბებულია.

შემდეგი აქცია იქნება მერე თვითგამოცხადებული მეორე ტურების დღეს, 21 ნოემბერს, რომელიც გამოგვიცხადა ქალბატონმა ჟვანიამ – უნდა გამოვიდეთ, მეგობრებო და პროსპექტებზე გავაკეთოთ ჯაჭვი, ნიშნად იმისა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც შეიძლება ჯერ კიდევ ჰგონია, რომ იმ სიყალბეში მონაწილეობა მისი მოქალაქეობრივი ვალია, შევახსენოთ და ვუთხრათ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა, რადგან მეორე ტურები არის სიყალბე,”-განაცხადა გიგი უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g