LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპოზიციამ თავად ჩაანაცვლა საკუთარი „ბელადი“ ახლით – სალომე ზურაბიშვილით და ახლა ისინი გაუგებრობაში არიან“ – ირაკლი ღარიბაშვილი

194
Untitled design (2)

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტიაზე” საუბრისას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციამ თავად ჩაანაცვლა საკუთარი „ბელადი“ ახლით – სალომე ზურაბიშვილით და ახლა ისინი გაუგებრობაში არიან“.

ღარიბაშვილის თქმით, დღეს ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს „რეზიდენტად“ მოიხსენიებდნენ, მის გარშემო ერთიანდებიან.

„ეს მისი [სალომე ზურაბიშვილის] როლია, რომელიც მას თავად არ შეურჩევია, არამედ განუსაზღვრეს. ჩემი გადმოსახედიდან ეს ძალიან დიდი გაუგებრობაა. საერთოდ რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე.

საზოგადოებას ერთი რამ მინდა შევახსენო, ჩვენ კარგად ვხედავთ რაც ხდება ამ ქარტიის გარშემო. ოპოზიციურ პარტიებს თავმოყვარეობა საერთოდ დაკარგული აქვთ. ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს „რეზიდენტად“ მოიხსენიებდნენ, დღეს მის გარშემო გაერთიანებული არიან, თავად ჩაანაცვლეს თავიანთი ბელადი ახალი ბელადით – სალომე ზურაბიშვილით და რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. მე მოვისმინე მისი ეს ახალი შეთავაზება, რომ ჯერ ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს არჩევნები ამ ქაოსმა, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს – „ომის გაერთიანებებმა“ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო ინსტიტუტები და შემდეგ ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა – რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის [სალომე ზურაბიშვილისთვის] და მის გარშემო შემოკრებილი „ლურზერისთვის“.

სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის ქვეყანაში ვინც მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას უზრუნველყოფს. მეორე მხარის, რომელიც ამ ქალბატონის გარშემო შეიკრიბა, არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში გარდაუვალი იქნება ქაოსი, არეულობა და ომი. ქართველმა ხალხმა გააზრებულად აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. დღეს ხალხს მშვიდობა სჭირდება. ჩვენ უამრავი გამოწვევები გვაქვს და ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემაა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და სხვა უამრავი პრობლემა რაზეც ფოკუსირებაა საჭირო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g