LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერობაზე და პრეზიდენტს ვიღაცა მეცნიერი, ფიზიკოსი ან ბიოლოგი რომ დაესახელებინა, ხომ დარჩებოდა ამდენი ხალხი გაღიმებული… [პრეზიდენტი] ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს…“ – ხვიჩია ზურაბიშვილზე

200
სალომე ზურაბიშვილი, იაგო ხვიჩია

„პრეზიდენტი აპირებდა წინასაარჩევნოდ [პრემიერ-მინისტრის კანდიდატის] დასახელებას და მიჭირს იმის დაჯერება, რომ უფასოდ გადაეფიქრებინა. ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე და პრეზიდენტს ვიღაცა მეცნიერი, ფიზიკოსი, ან ბიოლოგი რომ დაესახელებინა, ხომ დარჩებოდა ამდენი ხალხი გაღიმებული“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს.

სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის არჩევნებამდე დასახელება გადაიფიქრა

მისი განცხადებით, პრემიერობის კანდიდატი ჰყავს, თუმცა ანგარიშს უწევს ოთხ ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

„ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს. „ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრათ. პრეზიდენტი აპირებდა წინასაარჩევნოდ [პრემიერ-მინისტრის კანდიდატის] დასახელებას და მიჭირს იმის დაჯერება, რომ უფასოდ გადაეფიქრებინა.

ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე და პრეზიდენტს ვიღაცა მეცნიერი, ფიზიკოსი, ან ბიოლოგი რომ დაესახელებინა, ხომ დარჩებოდა ამდენი ხალხი გაღიმებული. ეს არავის უნდოდა. მე არ ვიცი, შეიძლება ისე დაარწმუნეს, მაგრამ ვინაიდან „ლელოს“ ბევრი ფული აქვს, მე მგონია, რომ ესეც შეიძლებოდა ჩართულიყო საქმეში.

პრეზიდენტი ბოლოს „ლელოს“ შეხვდა და გადაიფიქრა. „ლელოს“ როცა შეხვდები და რამეს გადაიფიქრებ, იქ როგორ შეიძლება მე ფულზე არ ვიფიქრო და „ლელოს“ სიტყვის დამაჯერებლობაზე წავიდეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება?!“ – განაცხადა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები