LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ეჭვიანობა ყოველთვის საინტერესოა – კახა კალაძე

100

ოპოზიციის ეჭვები მიყვარს, მათი ეჭვიანობა ყოველთვის საინტერესოა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა პარკირების საფასურის გაზრდა, რასაც ოპოზიცია ვარაუდობს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, განმარტებები ამასთან დაკავშირებით გაკეთებულია.

”პრობლემა არ არსებობს და ყველანაირი მზადყოფნაა იმისთვის, რომ ტრანსპორტის კომპანიამ 10 აპრილიდან გადმოიბაროს და პარკირების მიმართულებით მოაწესრიგოს ქალაქში არსებული მდგომარეობა. დაჯარიმებებს რაც შეეხება, თუ არასწორად იქნება გაჩერებული ავტომობილი, დაჯარიმდება. რაც შეეხება გადაყვანას, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი არასწორადაა გაჩერებული და ხელს უშლის, აფერხებს მოძრაობას და არ იქნება ეს ისე, როგორც ”სითი პარკის” შემთხვევაში იყო, როცა გადაყვანილი ავტომანქანებიდან შემოსულ თანხებს, როგორც ბიზნესს ისე უყურებდნენ. კეთილსინდისიერად იმოქმედებს ტრანსპორტის კომპანია. დაჯარიმების წესი არ შეიცვლება და თუ არღვევ, უნდა დაჯარიმდე”,- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g