მმართველი გუნდის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მოწოდებას – მოსამართლეთა დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს – არასერიოზულს უწოდებს.
მოსამართლეთა დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს – ხაზარაძის ინიციატივა
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ის დრო, როცა ოპოზიცია უარს ამბობდა საკუთარი მანდატის განხორციელებაზე, იყო ფუჭი და ტყუილად დაკარგული მათთვის და ქვეყნისთვის.
მისივე თქმით, მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტის წინაშე წარდგებიან და ყველას ექნება შესაძლებლობა, მათ კითხვები დაუსვას:
“ქართული ოცნება” სიტყვა-სიტყვით მიჰყვება 19 აპრილის შეთანხმებას.და შეგვეძლება გადავწყვიტოთ, კანდიდატებს მხარს ვუჭერთ თუ არა.
ეს არის დემოკრატიის მანდატი, რომელიც ყველას გაგვაჩნია და ამაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიას. შეგვიძლია, ამ ლოგიკით უარი ვთქვათ კანონების მიღებაზე. 19 აპრილის შეთანხმება საჯაროა როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე. ყველას შეუძლია დებულებებს ჩახედოს და ჩვენი განმარტებები ნახოს, შემდეგ მივიღებთ კითხვებს, რა პუნქტში არ შეესაბამება ჩვენი განმარტება 19 აპრილის შეთანხმებას – ჯერჯერობით მითითებაა სულისკვეთებაზე, რაც ბუნდოვანი ტერმინია და ბოლო პერიოდში დამკვიდრდა, იმის დასასაბუთებლად რაც სიტყვიერად არ არსებობს ხოლმე შეთანხმებაში.
ოპოზიციის განცხადება იმის თაობაზე, რომ კრიზისი გამოიწვიონ, პარლამენტიდან გავიდნენ და ქვეყანა ამით ჩიხში შეიყვანონ, არასერიოზულია.
თვეების განმავლობაში, როცა ოპოზიცია უარს ამბობდა საკუთარი მანდატის განხორციელებაზე, დადასტურდა, რომ იყო ფუჭი, ტყუილად დაკარგული დრო მათთვის და ქვეყნისთვის. პარლამენტში მათი ყოფნა ადასტურებს, რომ პარტიების საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა მნიშვნელოვანია. პარლამენტში მათი ყოფნა არ არის ანგარიშის გაწევა “ქართულიმოსამართლეებად და ოცნებისთვის”, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის მანდატების განხორციელება.” – თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” შეთანხმებას უხეშად არღვევს და ოპოზიციას მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას გააგრძელებს, პარლამენტი დატოვონ.