LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის მიერ ინიცერებულ ამნისტიის პროექტს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

106
2

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დღეს ოპოზიციის მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ხოლო “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ კანონპროექტს კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ამნისტიის შესახებ “”ართული ოცნების” და ოპოზიციის მომზადებულ კანონპროექტებს განიხილავენ.

“ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტით:

◼  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე;

◼  კანონპროექტით, ამნისტია არ გავრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გამონაკლის მუხლებზე:

117-ე მუხლი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;

144-ის პრიმა მუხლები — წამება, წამების მუქარა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.

◼  ამნისტია ასევე გავრცელდება დანაშაულის მომზადებაზე ან მცდელობაზე და პირობით მსჯავრზე. ამნისტია ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებასაც, თუ ჯარიმა კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის გადახდილი.

რაც შეეხება ოპოზიციის პროექტს, ამ დოკუმენტის მიხედვით:

ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორ მუხლს ეხება:

◼   225-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილი

1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა (ამ მუხლით ბრალდებულები არიან 20 ივნისის აქციის მონაწილეები).

◼333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით — გარდა იმ პირისა, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

ასევე, 333-ე მუხლით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებზე ამნისტია ვრცელდება დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

magti 5g