LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ნაწილმა ვაკის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა

77
ბათუ ქუთელია

ოპოზიციის ნაწილმა ვაკეში, საკრებულოს მაჟორიტარობის დეპუტატობის საერთო კანდიდატად ბათუ ქუთელიას წარადგინა.

ღონისძიებაზე შეკრებილ მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს სიტყვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიმართა. მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისა და ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ადამიანი გამორჩეული თავისი წესიერებით, პატიოსნებით, კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით, განვლილი ცხოვრებით, ოჯახის შვილობით, არ ვიცი, ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს წარმოაჩენდეს დადებითად, ამ ერთ ადამიანშია მოქცეული, ბათუ ქუთელიაში, რომელიც არის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვაკის რაიონში.

ყველანი მივდივართ 2 ოქტომბერს და მხარს ვუჭერთ საერთო შეთანხმებულ კანდიდატს, ბათუ ქუთელიას. განსხვავებები ახლა გვერდით უნდა გადაიდოს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები