LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის პასუხისმგებლობა ისეთი შეთანხმების მიღწევა იქნება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს: გიგა ბოკერია

69
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ შეთანხმების პროექტში, ვადამდელი არჩევნების საკითხი არ ყოფილა და შესაბამისად, დოკუმენტი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ეს რეალურად “ქართული ოცნების” პოზიციის გამო მოხდა.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ოპოზიციისთვის არც ერთი ხედვა  მისაღები არ იქნება, რომელიც პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემებს არ ამოწურავს.

„პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ თანხმობა მივეცით, სხვა საკითხებთან ერთად მკაფიოდ წერია ორი საკვანძო საკითხი – ეს არის პოლიტიკური საქმეები და ეს არის ვადამდელი არჩევნები. ახლანდელ  დოკუმენტში კი ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტა არ არის და ეს მოხდა „ოცნების“ პოზიციის გამო.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს დოკუმენტი  ვითარებას მთლიანად არ ამოწურავდა, მაგრამ ბუნებრივია იმ საკითხებზე, რომლებზეც კარგად იყო ნამუშევარი, ნამდვილად მზად ვიყავით, რომ კომპრომისზე წავსულიყავით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“ევროპული საქართველოს” წევრის თქმით, ოპოზიციის პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში, ისეთი შეთანხმების მიღწევა იქნება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

„ივანიშვილის რეჟიმი თავის გონებაში ჯერ მომწიფებული არ არის, აზრზე ჯერ არ მოსულან, რომ ეს მდგომარეობა ქვეყნისთვის დამღუპველია “, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო: დანიელსონი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები