LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის წარმომადგენლები, ბოკერიას სასაცილო, ვირტუალური რევოლუციის ნაწილები არ უნდა გახდნენ: მამუკა მდინარაძე

77
მდდდდდდდდდდდ

ოპოზიციური პარტიების დღემდე გადადგმული ნაბიჯები არამხოლოდ პარლამენტარიზმისთვის, არამედ ქვეყნისთვის დამაზიანებელია. გიგა ბოკერიას რევოლუცია ქვეყანაში ვერ შედგება. ოპოზიციის წარმომადგენლები, ბოკერიას სასაცილო, ვირტუალური რევოლუციის ნაწილები არ უნდა გახდნენ. ამის შესახებ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“იმ შემთხვევაში, თუ სხვა პარტიები დარწმუნდებიან, რომ მათი ის სვლები იყო მათივე პარტიებისთვის წამგებიანი, რაც დღემდე გააკეთეს და არა მხოლოდ მათი პარტიებისთვის, არამედ ცუდი და დამაზიანებელია ზოგადად, პარლამენტარიზმისთვის, საბოლოო ჯამში ქვეყნისათვის, მათი გეგმები არარეალურია. ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება, რაც არ უნდა ვალდებულება აჰკიდოს მან მოსახლეობას თავისი ჭკუით. 3%-იანი უმანდატო ლიდერის ჭკუაზე არ ივლის ეს ქვეყანა, არც საზოგადოება და არც ამ ვალდებულებას აიკიდებს თავზე.

აქედან გამომდინარე, მეორე სვლა არის უკვე ის, რაც არის სახელმწიფოებრივად სწორი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ის პარტიები უკვე სწორად და რაციონალურად გაყვებიან და შემოვლენ პარლამენტში, ამ შემთხვევაში, იქნება 113-ზე გაცილებით მეტი წევრი და შესაბამის ცვლილებებსაც ვუზრუნველვყოფთ, რომ მივიღოთ”. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g