LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციისგან იმ შემთხვევაში იქნება კომპრომისი არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე, თუ ეს ემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები: გიგა ბოკერია

85
გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებული ოპოზიცია არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ეს ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოემსახურება.

“ოპოზიციისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კომპრომისი არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე, თუ შესვლა ემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, პარლამენტი მნიშვნელოვანი ადგილია და ყველა ნორმალური ადამიანი ისურვებდა, პოლიტიკური პროცესები საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდეს, თუმცა ამას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება კრიზისიდან გამოსვლაზე.

„ჩვენი პარტნიორები, ყველა ნორმალური ადამიანი ჩვენი ქვეყნის შიგნითაც ისურვებდა, რომ პოლიტიკური პროცესები ძირითადად პარლამენტში იყოს. ქუჩაში ლეგიტიმური აქციები ყოველთვის ნორმალურია, მაგრამ პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ადგილი. ჩვენ რომ არ გვაქვს, რბილად რომ ვთქვა, ნორმალური ვითარება, ამიტომაა ეს ამბავი და პროცესების პარლამენტში გადანაცვლებას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება კრიზისიდან გამოსვლაზე, ამას სჭირდება შეთანხმება ყველა იმ პუნქტზე, რაც პრეზიდენტმა მიშელმა დასახა, მათ შორის, ყველაზე სწრაფად პოლიტიკური პატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე“, – აღნიშნა ბოკერიამ.

 

magti 5g