თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ხელაძემ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აღნიშნა, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მოცულობა 1 438 775 ათას ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით დამტკიცებულ ბიუჯეტს 133 მილიონი ლარით აღემატება.
„დედაქალაქის მომდევნო წლის ფინანსური დოკუმენტის შესახებ ყველა დარგობრივმა კომისიამ უკვე იმსჯელა. წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები, პროცედურის შესაბამისად, თბილისის მერიას გადაეგზავნება. რეკომენდაციები ძირითადად რიგი მიმართულებების გაუმჯობესებას ეხება, როგორც სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის მიმართულებით. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მოთხოვნების უმრავლესობა უკვე დასამტკიცებლად შემოსულ საბოლოო ვერსიაში აისახება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ერთადერთი, სადაც დაფინანსება გაიზარდა, ბიუროკრატია და ხელფასებია... ძალიან ბევრი გამოწვევა ამ ბიუჯეტით კვლავ მოუგვარებელი რჩება - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
"ქართული ოცნება მანიპულირებს, როდესაც ამბობს, რომ თითქოს ბიუჯეტი იზრდება. სინამდვილეში, მიმდინარე ბიუჯეტთან შედარებით, ის 121 მილიონით იკლებს".
თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მომავალ წელს 200-მდე ახალი, 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენის პროცედურა დაიწყება. ამას გარდა, ირაკლი ხელაძის თქმით, არის მოლოდინი, რომ ფინანსთა სამინისტროდან დამატებითი ტრანსფერი განხორციელდება და აღნიშნული საჭიროებები დაკმაყოფილდება.
„ასევე, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გაძლიერდეს რაიონული გამგეობების მიმართულება, რათა მათ უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეძლონ ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილება. მომავალ წელს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები კვლავ უწყვეტად განხორციელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის, ამავდროულად წარმატებით უნდა გაგრძელდეს ყველა დაწყებული პროგრამისა და პროექტების დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებებით. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, არსებითად იქნება მორგებული იმ გამოწვევებზე, რაც დედაქალაქისთვის აქტუალურია და ჩვენი გუნდი წარმატებულ საქმიანობას განაგრძობს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
გვაქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ არ არის ასახული - საბა ბუაძე
"საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა კარგი და მისასალმებელია, თუმცა ამავე სექტორში გაბერილი შტატები კარგი და მოსაწონი ვერ იქნება".
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება ის განცხადებები, თითქოს ბიუჯეტის მომავალი წლის პროექტი წინა წლის პროექტთან შედარებით შემცირებულია.
ხელაძის განმარტებით, 2022 წლის პირველ წარმოდგენილ ვარიანტთან მიმართებით, თბილისის 2023 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 238 მილიონი ლარით მეტია.
„ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ციფრებით ვმანიპულირებთ და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი არათუ გაზრდილი, არამედ შემცირებულია. ეს არის სიცრუე და ამის გადამოწმება ძალიან მარტივია. თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად დათვალოთ, თუ რამდენი იყო 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი და რამდენია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი. 2022 წლის პირველ წარმოდგენილ ვარიანტთან მიმართებით, თბილისის 2023 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 238 მილიონი ლარით მეტია“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.