“ოპოზიციური პარტიების ნაწილი შევიდა პარლამენტში და ჩვენ არ დაგვიტოვა სხვა რესურსი, იმიტომ რომ მარტო ქუჩაში დღეს პოლიტიკა ვერ გაკეთდება”,-ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში შესვლის შემდეგ მათი მთავარი ორიენტირი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საერთო სტრატეგიის შემუშავებაა.
“ქუჩასთან ერთად აუცილებლად უნდა ავითვისოთ ის პოლიტიკური ველი, რასაც პარლამენტი ჰქვია და არ უნდა მივცეთ “ქართულ ოცნებას” პარლამენტში მუშაობის “ფუფუნება”.
პოლიტიკური კრიზისი უნდა გადაწყდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით. მთავარია, რომ ერთიანი “ნაციონალური მოძრაობა” შედის პარლემენტში, მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საერთო სტრატეგიის ფარგლებში.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს, როგორიცაა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის უფლება, კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობის უფლება და სხვა საკითხების განხილვებშიც, აღნიშნულ უფლებებს ვერც ირაკლი კობახიძე და ვერც ვერავინ მათ ვერ შეუზღუდავს.
“ირაკლი კობახიძე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, რომ ნაციონალური მოძრაობაი არ შესულიყო პარლამენტში და ბედნერები იყვნენ არსებული ვითარებით. ჩვენი ნაბიჯით ბუნებრივია ქართული საზოგადოების გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ და არცერთი კმფორტული ზონა არ უნდა დავუტოვო “ქართულ ოცნებას” და ამავდროულად, ოპოზიციასთან ერთად უნდა დავიწყოთ საერთო სტრატეგიის შემუშავება”,-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.