LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ

251
2024-10-27_00-11-56_346232

ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო „ვინდჰემში” იყვნენ შეკრებილი.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი წინასწარი შედეგების შემდეგ, სავარადუდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

მათი ინფორმაციით, ნახევარ საათში ბრიფინგი გაიმართება.

ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.028 %-ით ( 951 037 ხმა) ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.185 % (200 604 ხმა)

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 9,852 % (176 700) მოიპოვა;

„ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9,011 % (161 603 ხმა) აქვს;

“გახარია საქართველოსთვის” – 8.224% (147 487);

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები