LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციურმა პარტიებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

62
image-2021-10-20-154928

ოპოზიციურმა პარტიებმა “დროამ” და პარტია “ლელო საქართველოსთვის” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

საღამოს 9 საათზე ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის წევრების ვინაობა გახდება ცნობილი.

“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, კოალიციური გაერთიანება საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ იმართებოდეს მრავალპარტიულად და კრიზისიდან დროულად გამოვიდეს.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ პარტია “დროა” და პარტია “ლელო საქართველოსთვის”, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისათვის, რომ  ყველა პროდასავლური ძალა,  ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ ამ ქვეყანაში პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მომავალში ერთ პარტიას ან ერთ პიროვნებას არ ჰქონდეს არასდროს იმის ფუფუნება, რომ გადაწყვიტოს როგორ უნდა იცხოვროს დანარჩენმა საქართველომ”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

magti 5g