LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპტიმალური ვარიანტი ე.წ. “ლანჩ ბოქსია” – აბესაძე განმარტავს, როგორ აპირებენ თბილისის სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვას

83
1

უფასო კვების პროგრამა თბილისის სკოლებში – “ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნო მორიგ დაპირებებში სწორედ ამ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორ განხორციელდება აღნიშნული პროგრამის დანერგვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ ტელკომპანია “ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

აბესაძის თქმით, საუბარია საჯარო სკოლების, დაახლოებით, 180 ათას მოსწავლეზე, რომლებისთვისაც  ე.წ. “ლანჩ-ბოქსები”, დაფასოებული ყუთები მომზადდება:

“არ ვიგონებთ ველოსიპედს, მსოფლიოს სახავადასხვა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა ტიპის მოდელი – ეს არის თანხის დარიცხვა, ეს არის ადგილზე საკვების მომზადება, ეს არის ე.წ. სადილის ყუთები, რომელიც გამზადებული შედის სკოლაში და შემდგომ რიგდება.

ჩვენ ვფიქრობთ, ჯერჯერობით, რაზეც გუნდში ვიმსჯელეთ – იყო განხილვის და კამათის საგანი კოალიციურ გუნდშიც – და ასე მივედით ამ შეთანხმებამდე. ვფიქრობთ, დასაწყისისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, მათ შორის სასკოლო ინფრასტრუქტურის გათავალისწინებით, ეს არის ე.წ. “ლანჩ ბოქსი”, რომელიც სკოლის გარეთ დამზადდება და ყუთებში დაფასოებული თითოეულისთვის ერთნაირი ყუთებით –  რა თქმა უნდა, განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და რა თქმა უნდა, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების გათავლისწინებით, დარიგდეს.

ეს ბაზები განათლების სამინისტროს უნდა ჰქონდეს და ამ ბაზების გათვალისიწნებით მოხდება შემდგომ მენიუს შედგენა და საკვების მომზადება.

ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს გამზადებული ლანჩ ბოქსები, რომელიც შევა სკოლაში, რომელიც შეიძლება გაიცეს სასადილოში ან დამრიგებელმა კლასში შეუტანოს მოსწვალეს და დაუდოს საკუთარ მერხზე. თბილისის საჯარო სკოლებში არის დაახლოებით 180 ათასი მოსწავლე”, – განაცხადა აბესაძემ.

აბესაძემ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ აბსურდია, თითქოს პროექტის განხორციელებას კანონი კრძალავს:

“სამართლებრლივად აბსურდული და ადამიანურად სამწუხარო რეაქცია მივიღეთ – ანუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ბავშვებს შიათ და გევთანხმებიან, რომ ბავშვებს შიათ; ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვებს სჭირდებათ კვება და ეს უნდა გააკეთოს ბიუჯეტმა და გვეუბნებიან და გვეთანხმებიან, რომ ბავშვებს ეს სჭირდებათ და ვერავინ უარყოფს; ვეკითხებით რატომ ვერ გავაკეთებთ? გვეუბნებიან, იმიტომ, რომ კანონი გვიკრძალავს ამას.

არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც შეიძლება მშიერი ბავშვის გამოკვებას კრძალავდეს.

თბილისის მერიას რატომ შეუძლია რომ ეს გააკეთოს? დღესაც, თბილისის მერია აგრძელებს ე.წ. სოციალური სასადილოს პროექტს, ანუ თბილისის მერია დღეს ადამაინებს აჭმევს.

თბილისის მერს რომ ვკითხოთ: (თითქოს ვატყუებთ საზოგადოებას და სინამდვილეში თავად უტიფრად ტყუის)  შენს სასადილოში სკოლის მოსწვალემ რომ გამოიაროს შეგიძლია, რომ საკვები მისცე? აუცილებლად გვეტყვის, რომ კი, რადგან იქ ადამაინები იკვებებიან, აბა რა არის პრობლემა? რომ ეს საკვები ყუთი ავიღო და სკოლის ოთახში შევიტანო? ამას კრძალავს კანონი? აბსურდია, არ გვინდა არანაირი კანონის, მუხლის და პუნქტის მოშველიება. იციან რომ ამის გაკეთება შესაძლებელია, თავად ვერ მოაბეს თავი და ახლა პოლიტიკური საჭიროების გამო ცდილობენ ასე უტუფრად მოიტყუონ”, – განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, 18 ოქტომბერს სარეკლამო ბილბორდებზე ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირება გამოჩნდა – “უფასო კვება თბილისის სკოლებში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები