ოპტიკურ კომპანიაში „ოპტიმისტი“ ფასდაკლებები დაიწყო. როგორც კომპანიის მენეჯერმა სოფო გადელიამ „ფორტუნა პლუსს“ განუცხადა, კომპანია მომხმარებელს ოპტიკურ ჩარჩოებზე 10%-იან, GUESS-ის კოლექციაზე 30%-იან, NAUTICA-ს კოლექციაზე 40%-იან, JOPITO-ს,VERONA-სა და POLARIZED-ის კოლექციებზე 50%-იან, ხოლო George Piralli – ის კოლექციაზე 10%-იან ფასდაკლებას და 6 თვიან გარანტიას სთავაზობს. ასევე მაღაზიათა ქსელში მომხმარებლები, outlet კოლექციის შეძენას 33 ლარიდან, ხოლო ოპტიკური ჩარჩოებისას – 7,5 ლარიდან შეძლებენ.
”ოპტიმისტი” არის ერთადერთი კომპანია ამიერკავკასიაში, სადაც სათვალეები გარანტიით იყიდება. კომპანია ორიენტირებულია საშუალო და დაბალ ფენაზე, სწორედ ამიტომ კომპანიის მთავარ პრიორიტეტს საუკეთესო ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასში შეძენა წარმოადგენს. ჩვენს ქსელში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ბრენდები როგორებიცაა: George piralli , Polaroid, Swing, Nautical, Jopito. ამ ბრენდებთან ერთად ოპტიმისტში თქვენ ნახავთ TODS,TIFFANY & CO, RAY BAN, ENNI MARCO,OXYDO-სა და MICHAEL KORS-ის ულამაზეს მოდელებს”, -აღნიშნა გადელიამ
მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში ოპტიკური ჩარჩოებისა და მზის სათვალეების გარდა, წარმოდგენილია კონტაქტური ლინზები და მათი მოვლის საშუალებები.
კომპანიის მენეჯერის განმარტებით, მომხმარებელს საშუალება აქვს, ადგილზე მიიღოს ექიმის კონსულტაცია, შეარჩიოს სწორად სასურველი სათვალე, ან კონტაქტური ლინზა შეიძინოს.
ოპტიკური მაღაზია „ოპტიმისტი“ თბილისის მასშტაბით რამდენიმე ფილიალს ფლობს. მომხმარებელს ოპტიკური ჩარჩოების, მზის სათვალეების, კონტაქტური ლინზებისა და მათი მოვლის საშუალებების შეძენა შემდეგ მისამართებზე შეუძლია: თამარ მეფის გამზ.#23; ”გლდანი მოლი”; ჭავჭავაძის გამზ.#23; და ”ისთ ფოინთი”.