LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს: ევრო 2020 შესაძლოა ისევ გადაიდოს

65
52805860-101

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა სანტიაგო მას-კომამ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა.

მოგეხსენებათ, ტურნირი წინა ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო.

„შეძლებს თუ არა ვაქცინა შეაჩეროს ვირუსის გავრცელება – ეს კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, ადამიანს ვაქცინა აქვს გაკეთებული თუ არა, ის მაინც არის მიდრეკილი ინფექციისადმი და შესაძლებელია გარშემომყოფები დააინფიციროს.

მეორე მომენტი ეხება დროს, რამდენად სწრაფად შეძლებენ სხვადასხვა ქვეყნები ადამიანების ვაქცინაციას. უკვე იკვეთება ლოჯისტიკის პრობლემები.

თავის მხრივ ფარმაცევტული კომპანიები ამბობენ, რომ ისინი ვაქცინის ეფექტიანობის გარანტიას ვერ იძლევიან, თუ მეორე დოზას მოგვიანებით შეიყვანენ.

ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ამჟამად არ ვართ დარწმუნებული და რომ პანდემიის განვითარება არ იძლევა ოპტიმიზმის საშუალებას.

ამრიგად, ჩვენ გეგმა ბ-ზე ვფიქრობთ, ანუ ტურნირის გადავადებაზე. ალბათ იცით, რომ ტოკიოს ოლიმპიადის კიდევ ერთხელ გადაწევაზეც არის საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში მეორე ტალღა დაბალი მაჩვენებლით მიმდინარეობს.

პრობლემის გადაჭრა დამოკიდებულია არა მარტო ეპიდსიტუაციაზე, არამედ იმაზეც თუ რამდენი ხანი შეეშინდება ხალხს ფრენის. ცნობილია თვითმფრინავში დაავადების შემთხვევები მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებმა აფრენამდე ტესტი გაიკეთეს. ანუ ვირუსი უსიმპტომო ადამიანებისგან გავრცელდა.

წარმოიდგინეთ რა პრობლემებს წავაწყდებით თუ გაირკვევა, რომ განმეორებითი ვაქცინაცია პირველიდან 6 თვეშია საჭირო? ვიცით, რომ ანტისხეულები დასუსტებას დაინფიცირებიდან 2 თვეში იწყებენ.

უნდა დაველოდოთ რათა გავაანალიზოთ ვაქცინაციის ტემპი სხვადასხვა ქვეყნებში. ნებისმიერ შემთხვევაში არ უარვყოფდი ტურნირის ერთხელაც გადავადებას. ბოლოს და ბოლოს, არ არის გამორიცხული მორიგი მკაცრი ლოკდაუნები ზოგიერთ ქვეყანაში“, – განაცხადა ექსპერტმა.

ექსპერტი სანტიაგო მას-კომა შეყვანილია ივლის-აგვისტოში დაგეგმილი ყველა მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები