სასიამოვნო სიახლე „ტრანსფორმერების“ თაყვანისმცემლებისთვის: ცნობილი ხდება, რომ „ბამბლის“ შემდეგ, რომლის შესახებაც ფილმი დეკემბერში გამოვა, სოლო ფილმს კიდევ ერთი პოპულარული პერსონაჟი – ოპტიმუს პრაიმი მიიღებს.
ფილმის პროდიუსერის, ლორენცო დი ბონავენტურას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბამბლი მაყურებელს მოეწონება, პრაიმის შესახებ ფილმი აუცილებლად გამოვა.