LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრო და მსოფლიო რეკორდი – ლაშა ტალახაძის ტრიუმფი ატაცში

507
56837271_723745661354224_5444627043528474624_o

ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი 3 ოქროს მედლით და 3 მსოფლიო რეკორდით დაასრულა.

ქართველმა ათლეტმა ოქროს მედლები მოიპოვა: ატაცში, აკვრასა და ორჭიდში. მან პირველ ცდაზე 208 კგ აიტაცა, ხოლო მეორეზე – 218, სწორედ ამის გამო მან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აკვრაში 260 კილოგრამით საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ორჭიდშიც.

ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღე წარმატებული გამოდგა მეორე ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძისთვისაც.

მან 3 მედალი მოიპოვა, 2 ვერცხლი ატაცსა და ორჭიდში, ასევე ბრინჯაო აკვრაში.

magti 5g