LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ბუცის“ პრეტენდენტები დღეისათვის: ჯერ კეინი და კავანი

40

ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი და პსჟ-ს მეგოლე ედინსონ კავანი 2017-18 წლების “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში ლიდერობას აგრძელებენ.

ინგლისელ და ურუგვაელ ფეხბურთელებს 24 გოლი აქვთ გატანილი. მას სამი მდევარი მისდევს, რომლებსაც 23 გოლი დაუგროვდათ. მათ შორის არის “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი.

“ოქროს ბუცისთვის” მებრძოლი პირველი ათეული:

გოლი/ქულა

1. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) 24/48
1. ედინსონ კავანი (პსჟ) 24/48
2. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 23/46
2. ჩირო იმობილე (ლაციო) 23/46
2. ლიონელ მესი (ბარსელონა) 23/46
6. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) 21/42
7. მაურო იკარდი (ინტერი) 20/40
7. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) 20/40
9. ნეიმარი (პსჟ) 19/38
10. ჟონასი (ბენფიკა) 25/37,5

“ოქროს ბუცის” რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე. გოლი, რომელსაც იტანენ TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში, ორ ქულად ფასდება.

ბოლო “ოქროს ბუცის” მფლობელი ლიონელ მესია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები